2026-07-19 16:51:03
დედოფლის წყაროში მე-2 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია დედოფლისწყაროს ახალი ამბები წერს, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ბავშვი პოლიტრავმებით სტაბილურ მდგომარეობაში ადგილობრივ კლინიკაში. შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადით თბილისში, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით ითვალისწინებს.