2026-07-18 13:06:46
ქუთაისში ავტომობილი სკოლის წინ მდებარე მოაჯირს შეეჯახა გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ბალახვანში, მე-12 საჯარო სკოლასთან მოხდა.
"Mega TV" თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და სკოლის წინ მოაჯირს შეეჯახა.
"ჯიპის" მარკის ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.