2026-07-16 17:23:23
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთში, საკუთარ სახლში 55 წლის კაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.