2026-07-14 18:06:56
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მშვიდობის ქუჩაზე ერთმანეთს "ტესლასა" და "ფორდის" ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის დროს მცირე დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა მგზავრმა და მას სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ეკიპაჟის წევრებმა ადგილზევე გაუწიეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.