ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვიც გარდაიცვალა

2026-07-14 11:22:26

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა.

ავარიას ემსხვერპლა მცირეწლოვანის დედაც.

ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გუშინ მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

მათივე განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია.