2026-06-13 19:14:26
რუსთავში ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი იპოვეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნახეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.