იტალიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს

2026-07-11 13:08:10

იტალიაში სახლის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე, 32 და 34 წლის კაცები დააკავეს.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

 

დაკავებულები ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლთან, გაზის მილებზე აძვრნენ და ასე სცადეს საცხოვრებელ სახლში შეღწევა, რა დროსაც მათი ხმა მეზობლებმა გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს. მამაკაცები ადგილზევე დააკავეს.