მამაკაცი ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს

2026-07-09 20:44:46

ასპინძაში, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

"სამხრეთის კარიბჭე“ ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ კაცს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ, დღეს დილით კი მწყემსმა ნახა.

გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.