2026-07-09 20:31:45
რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.