როგორ დავიცვათ თავი ტკიპისგან

2026-07-08 18:46:45

აზფხულის დადგომასთან ერთად, საქართველოში ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი ინფექციების რისკი მკვეთრად იზრდება.

ტკიპებისა და სხვა მწერებისგან თავის დასაცავად ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტების რეკომენდაციებს ავრცელებს.

ტკიპებისა და სხვა მწერებისგან თავის დასაცავად, სასურველია სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება და ტანსაცმლის შესაბამისი დამუშავება.

2 თვემდე ასაკის ჩვილებთან მწერების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული.

მოერიდეთ ტყიან და მაღალი ბალახით დაფარულ ადგილებში გადაადგილებას. ბუნებაში ყოფნის შემდეგ აუცილებელია ტანსაცმლისა და პირადი ნივთების დათვალიერება, ხოლო სახლში დაბრუნებისთანავე შხაპის მიღება, რომ მარტივად მოხდეს ტკიპის აღმოჩენა.

სხეულზე ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი მოცილება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მალე, პინცეტის გამოყენებით. მნიშვნელოვანია მოჭიდება მოხდეს იმ ადგილას, სადაც ტკიპის პირი ეხება კანს.

ტკიპის მოშორების შემდეგ, აუცილებელია ნაკბენი ადგილისა და ხელების საფუძვლიანად დამუშავება.