რუსთავი-თბილისის ავტობუსების გრაფიკი

2026-07-08 18:25:39

რუსთავის მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს თბილისში 5 მარშრუტზე ემსახურება.

ავტობუსების სამუშაო საათები ყველა მიმართულებაზე 07:00 საათზე იწყება.

რუსთავის ტრანსპორტის აპლიკაციაში არსებული ინფორმაციის მიხედვით:

რუსთავი-ისანი(N20) - გასვლის წერტილი: ქალაქის გასასვლელი. რუსთავიდან პირველი ავტობუსი 07:00 საათზე გადის, ისნიდან ბოლო ავტობუსი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 22:47  საათზე გამოდის.

შაბათ-კვირას რუსთავიდან პირველი გადის 07:00 საათზე, თბილისიდან ბოლო 22:47 საათზე;

რუსთავი-სპორტის სასახლე(21) - გასვლის წერტილი: რკინიგზის სადგურის მოედანი. რუსთავიდან პირველი ავტობუსი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 07:00 საათზე გადის, თბილისიდან ბოლო 00:29 საათზე. კვირას პირველი რუსთავიდან 07:00-დან, ბოლო თბილისიდან 00:35-ზე;

რუსთავი-დიდუბე(N22) - გასვლის წერტილი: შარტავას N15. რუსთავიდან პირველი ავტობუსი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გამოდის 07:00 საათზე, დიდუბიდან ბოლო 21:051 საათზე. ხოლო შაბათ-კვირას დიდუბიდან ბოლო ავტობუსი გამოდის 21:51-ზე.

რუსთავი-მაღლივი კორპუსი(N23) - გასვლის წერტილი: გაგარინის N12. რუსთავიდან პირველი გამოდის 06:48-ზე, ხოლო თბილისიდან ბოლო ორშაბათი-პარასკევი 21:16 საათზე, შაბათსა და კვირას 20:57- ზე.

რუსთავი-სადგურის მოედანი(24) - გასვლის წერტილი: რჩეულიშვილის N10ა. რუსთავიდან პირველი გადის 07:00-ზე, ხოლო თბილისიდან ბოლო ორშაბათიდან კვირის ჩათვლით 00:23 საათზე.

უფრო დეტალურად კი, რომელ გაჩერებაზე რომელს საათზე იქნება ავტობუსი შეგიძლიათ ნახოთ აპლიკაციაში RustaviTransport.