ზღვაში ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

2026-07-08 11:16:34

3-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში 23 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.

23 წლის ახალგაზრდა, ზღვაში 5 ივლისს, მეგობართან ერთად შევიდა და მალევე გაუჩინარდა.

მეგობარმა წყლიდან გამოსვლა უვნებლად შეძლო, მას კი მაშველები 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ.