რუსთავში ორი ობიექტი ვადაგასული პროდუქტის გამო დააჯარიმეს

2026-07-06 15:56:42

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივნსში რუსთავში 6 ობიექტი დააჯარიმა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.

მისი თქმით, ინსპექტირება 27  ობიექტში ჩატარდა, ნიმუში აიღეს 39 ობიექტიდან, დოკუმენტურად 6, 17 ობიექტი კი გადაამოწმეს.

დაჯარიმებულ ობიექტებს შორის სანქცია 1 ობიექტს ეტიკეტის არ ქონისთვის, 2-ს ვადაგასული პროდუქტის რეალიზებისთვის, 1-ს კი კრიტიკული შეუსაბამობის გამო დაეკისრა.

საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით ინსპექტირება124 ობიექტზე ჩატარდა, ნიმუში აიღეს 89 -დან, 13 დოკუმენტურად შემოწმდა, გადაამოწმეს 71  და დააჯარიმეს 21.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.

სეს-ი იმ ობიექტების იდენტიფიცირებისგან, რომელიც დააჯარიმა, თავს იკავებს.