2026-07-06 18:52:03
ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2026 დასრულდა.
წლევანდელი ფესტივალის ლაინაფი გამორჩეული იყო უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული შემსრულებლებით.
Lisi Wonderland-ში ფესტივალი 2 დღე 4 და 5 ივლისს იმართებოდა.
TOA2026-ს სტუმრებს 30-მდე მეღვინე საქართველოში წარმოებული ღვინით, პეტნატითა და სიდრით გაუმასპინძლდა.
ფეხბურთის მოყვარულებს კი ფანზონა დახვდათ, სადაც შეეძლოთ მსოფლიო თასის ყურება და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.
პირველი დღე ბრიტანულმა ბენდმა SLOWDIVE-მა დახურა.
მეორე საფესტივალო დღის მთავარი სცენა Kordz & Security, Studio Ana-Bana Choir, Mechanical Rainbow-სთან ერთად დახურა.