2026-07-06 15:20:19
რუსთავში მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში მოსალოდელია მოღრუბლული ამინდი. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ დღის მეორე ნახევარში შეიძლება იწვიმოს.
მოსალოდნელი მაქიმალური ტემპერატურაა +29, მინიმალური +18.
"6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, კახეთის რეგიონში ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, კახეთის რეგიონის პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე კახეთის რეგიონში - მაღალი, დანარჩენ ტერიტორიაზე - საშუალო)",- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.