არასრულწოვანი რომელსაც 2 დღის წინ ავტომობილი დაეჯახა გარდაიცვალა

2026-07-05 20:12:50

ერთ-ერთი არასრულწლოვანი რომელსაც ელექტროსკუტერით გადაადგილებისას ავტომობილი დაეჯახა კლინიკაში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ რომ, დედოფლისწყაროში მსუბუქი ავტომობილი 2 არასრულწლოვანს დაეჯახა.
თავდაპირველად ერთ-ერთი დაშავებული მოზარდი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მეორე დაშავებული ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.