კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ძლიერი ხანძარი იყო

2026-07-05 19:37:44

თბილისში, ვაზისუბანში კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ძლიერი ხანძარი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ.

მაშველებმა სახლიდან 3 ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს.

ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.