სახლში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

2026-07-05 12:24:22

ხალციხეში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით ორი დაშავებული ადგილობრივ კლინიკაში, ორი კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც მოქალაქეები ადგილობრივ მედიასთან "Tok2Region"-თან მბობენ, აფეთქება შუქის ანთების დროს მოხდა და ის სავარაუდოდ ჭერში დაგროვილმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შსს-ში დეტალებს არკვევს.