2026-07-05 01:23:41
ქუჩაში სროლისას 2 ადამიანი დაიჭრა.
არსებული ინფორმაციით, თბილისში, ვაშლიჯვარის დასახლებაში კაცებს შორის კამათი, იარაღიდან გასროლით და ადამიანის დაჭრით დასრულდა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოს ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი ავრცელებს და წერს - "ვაშლიჯვარში ხდება ეს, ახლა. რამდენი გასროლა იყო, ვინ იცის. პოლიცია მერე მოვიდა, ყველაფერი რომ დასრულდა და დაჭრილიც ხალხმა თვითონვე წაიყვანა".
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოი შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.