2026-07-04 17:39:00
რუსთავში კაცმა ძაღლს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, თოდრიას ქუჩაზე 50 წლამდე კაცი საკუთარ ძაღლს ასეირნებდა და ეზოში მყოფ მიუსაფარ ძაღლთან გაიარა. ძაღლებმა ერთმანეთს ყეფა დაუწყეს რა დროსაც კაცმა დანით მიუსაფარ ძაღლს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
ძაღლი გადაიყვანეს შესაბამის ვეტ-კლინიკაში და მისი გადარჩენა მოხერხდა.
კაცი ბრალდებულის სახით პოლიციამ ადგილზე დააკავა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.