2026-07-03 18:59:22
რუსთავში 3-5 ივლისს მოსალოდნელია მზიანი და წვიმიანი ამინდები.
სინოპტიკოსები ნალექიან ამინდს დღის მეორე ნახევარში ვარაუდობენ.
მაქსიმალური ტემპერატურა +31 ხოლო მინიმალური +20 გრადუსი.
"3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)",- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.