2026-07-02 17:43:43
თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე, ყაჩაღობა მოხდა.
სამართალდამცავებმა კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. ადგილზე პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.