გარემოსდაცვითმა ზედამხედველობამ რუსთავში საწარმოების შემოწმებისას 246 დარღვევა გამოავლინა

2026-06-30 18:20:27

გარემოსდაცვითმა ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2025 წელს და 2026 წლის პირველ 6 თვეში რუსთავში საწარმოების შემოწმებისას 246 დარღვევა გამოავლინა.

ამის შესახებ დეპარტამენტის ხელმძღვანელის მაოდგილემ ნელი კორკოტაძემ საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში განაცხადა, სადაც დეპუტატებთან ერთად ქალაქში ეკოლოგიის მხრივ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

მისი თქმით, 2025 წელს საწარმოებში 69 ინსპექტირება განხორციელდა, ხოლო 2026 წლის პირველ 6 თვეში 77, რა დროსაც 246 დარღვევა გამოვლინდა.

დარღვევების ჩამონათვალი:

გაფრქვევის უწყევტად განსაზღვრის ვალდებულება - 29; 

ზდგ (ზღვრულად დასაშვები გაფრქვევა) ნორმების გადამეტება - 19'

აირდამჭერი მოწყობილობის ექსპ. წესების დარღვევა  - 7;

მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის არქონა - 11;

გაფრქვევის მონაცემების წარმოუდგენლობა - 14;

გადაწყვეტილების/სკრინინგის გარეშე საქმიანობა - 14;

გადაწყვეტილების პირობის შეუსრულებლობა -20;

ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევა - 120;

 სხვა დარღვევები - 12.