პოლონეთში ახალგაზრდა ქართველი კაცი ტბაში დაიხრჩო

2026-06-30 14:01:37

პოლონეთში, 23 წლის ემიგრანტი საქართველოდან, ტბაში დაიხრჩო.

ინფორმაციას "wiadomosci" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა, მეგობრებთან ერთად, ტბაზე დასასვენებლად და სავარჯიშოდ იმყოფებოდა.

ახალგაზრდა მამაკაცი პოლონეთში სამუშაოდ იყო წასული.