2026-06-29 18:55:00
მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კურიერი გაჩერებულ "ფორდის" მარკის სატვირთოს შეეჯახა.
შემთხვევის დროს ახალგაზრდა კურიერი დაშავდა და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.