საფრანგეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

2026-06-28 18:12:47

პარაშუტისტების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად თერთმეტი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ საფრანგეთის ქალაქ ტომბლენში.

ინფორმაციას "BBC" ავრცელებს.

ინციდენტის შედეგად პილოტი და 10 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ხუთი სტუდენტი და ხუთი ინსტრუქტორი.

ავარიის დროს აეროდრომზე დაღუპულთა ნათესავები იმყოფებოდნენ.