გერმანიაში ტბაში 23 წლის ქართველი დაიხრჩო

2026-06-28 13:44:24

გერმანიაში მცხოვრები 23 წლის ქართველი ემიგრანტი ტბაში დაიხრჩო.

ინფორმაციასგერმანული მედია "herrsching.online" ავრცელებს და წერს, რომ მაშველებმა გარდაცვლილი 23 წლის ქართველი ტბაში 8 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.

ზემო ბავარიის ჩრდილოეთის პოლიციის შტაბის ცნობით, საქართველოს მოქალაქე წყალში ნავიდან გადახტა.

გაუჩინარების შემდეგ მისმა 26 წლის თანამგზავრმა სამაშველო სამსახურს მიმართა. მყვინთავებმა მამაკაცი რვა მეტრის სიღრმეზე გარდაცვლილი იპოვეს.

ფიურსტენფელდბრუკის კრიმინალურმა პოლიციამ განაცხადა, რომ არ არსებობს მესამე პირის მონაწილეობის რაიმე ნიშანი.