2026-06-27 23:18:54
რუსთავში ერთერთ მაღაზიაში გველი ნახეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მესხიშვილის გამზირზე, ერთერთ სასურსათო მაღაზიის საწყობში თანამშრომელმა ქვეწარმავალი შენიშნა.
ადგილზე გამოიძახეს სამაშველო და შესაბამისი სამსახურის ეკიპაჟები.
არსებული ინფორმაციით გველი, რომელიც სავარაუდოდ შხამიანი იყო, მალევე დაიჭირეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.