ძაღლმა ქალი დაკბინა

2026-06-27 12:04:14

ვარკეთილში პიტბულის ჯიშის ძაღლმა ქალი დაკბინა.

დაშავებული გადაიყვანეს კლინიკაში, მას  გაეწია შესაბამისი დახმარება და კლინიკიდან გაწერილია.

"ძაღლს არ ეკეთა საბელი და არც ალიკაპი. მეპატრონეს საბავშვო სივრცეში ჰყავდა თავისუფლად გაშვებული. შემთხვევისას ძაღლის მეპატრონემ სცადა ქალისა და ცხოველის გაშველება და თვითონაც დაიკბინა. ამ დროისთვის დაშავებულს ხელის მტევნის ზედა ნაწილზე ნაკერები აქვს და გაუკეთდა გადასხმები",- აცხადებს დაშავებულის მეგობარი "ინფო რუსთავთან" საუბრისას

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შსს-ში დეტალებს არკვევს.