2026-06-26 18:59:00
კახეთში, გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ქალი სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვიდა და ცენტრალურ მაგისტრალს კვეთდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
მიღებული დაზიანებების შედეგად, ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.