განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

2026-06-25 11:17:51

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცზე ფიზიკურად იძალადეს. დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით მას დაზიანება მიაყენა, რის შემდგომაც ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე ორივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, 126-ე და 375 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.