ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად სულ მცირე 174 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა

2026-06-25 11:16:30

ვენესუელაში ზედიზედ მომხდარმა 7.5 მაგნიტუდის, მიწისძვრებმა სულ მცირე 174 ადამიანი იმსხვერპლა და ასობით დაშავდა.

ინფორმაციას "BBC" ავრცელებს. 

მიწისძვრის შედეგად 700 ადამიანი დაშავდა. ქვეყნის დედაქალაქ კარაკასში შენობები განადგურებულია. 
ქვეყნის მთავარი აეროპორტი დაზიანების გამო დაიხურა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ვარაუდობს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი შეიძლება 10 000 გაცდეს.

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ დაუყოვნებლივ აგზავნის სამაშველო ჯგუფებს, სამედიცინო რესურსებს და ჰუმანიტარულ დახმარებას