"ბალახი უკვე მუხლს ასცდა იმხელაა"

2026-06-23 17:28:59

რუსთავში, ასლანიკაშვილის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" ერთ-ერთმა ადგილობრივმა, თეა კიკაჩეიშვილმა განაცხადა, მერიას სკვერში დიდიხანია ბალახი გასათიბია, რის გამოც იქ გადაადგილება უსაფრთხო არაა. მივივე თქმით, ბავშვებმა თამაშის დროს ქვეწარმავალიც შენიშნეს.

"ყოველთვის როცა იყო ხოლმე ეს პრობლემა, ვრეკავდით ცხელ ხაზზე, ვატყობინებდით, მოდიოდნენ და თიბავდნენ. ბავშვებმა თქვეს, რომ დიდ ბალახებში ქვეწარმავალი შენიშნეს და ახლა აღარ გადიან იმ სკვერში. მერიის ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ განცხადება უნდა დაგვეწერა. 

ქალაქში რაც კი სკვერებია ყველგან გათიბეს და ამ სკვერში არა. ბალახი უკვე მუხლს ასცდა იმხელაა, ხმობა დაიწყო და ხანძრის საშიშროება იქმნება",- განაცხადა თეა კიკაჩეიშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა მერიას, სადაც გვითხრეს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი ასკლანიკაშვილის სკვერის, 8ჰა მიწის, რეაბილიტაციას გეგმავს და სანამ რეაბილიტაცია დაიწყება ბალახი გაითიბება და მოწესრიგდება.