2026-06-23 13:48:49
საცხოვრებელი სახლში აფეთქების შედეგად 20 წლის სტუდენტი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით შემთხვევა საგარეჯოში მოხდა.
“Marneulinews.ge”-ის ინფორმაციით, შემთხვევა სამზარეულოში გაზის გაჟონვის შედეგად გამოწვეული აფეთქების დროს მოხდა.
აფეთქების შედეგად ახალგაზრდა გოგომ მძიმე დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროი დეტალებს არკვევს.