პარიზში სიცხისგან 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი

2026-06-23 12:05:20

ევროპის რამდენიმე ქალაქში ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულზე ავიდა.

ინფორმაციას "BBC" ავრცელებს.

საფრანგეთში სიცხისგან 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი.

სკოლები დაიხურა, ზოგმა სასწავლო გრაფიკი შეცვალა. 
ცენტრალურ საფრანგეთში, პუატიეში, ტემპერატურამ 41.2 გრადუს ცელსიუსს (1947 წელს დაფიქსირებულ რეკორდს) გადააჭარბა.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ევროპის სხვა ქვეყნებშიც რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდება.