2026-06-23 11:25:53
მცხეთა-თიანეთში, წოდორეთში, ავარიის შედეგად მოტოს მძღოლი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მოტოციკლს მანქანა შეეჯახა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს