ვინ ისარგებლებს მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით

2026-06-23 11:16:22

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ.

მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდის თარიღი ემთხვევა ერთიანი ეროვნული, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდის თარიღს, კანდიდატს შესაძლებლობა აქვს, საგამოცდო დრო შეცვალოს.
ამისათვის აუცილებელია მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე - sagency@sa.gov.ge გამოაგზავნოს საგამოცდო ბარათი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.
წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე კანდიდატს გამოცდის ახალი დრო განესაზღვრება