2026-06-22 14:20:44
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით რუსთავი 10 ყველაზე სწრაფად მზარდ მუნიციპალიტეტს შორისაა.
მათ მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ძირითადი შედეგების მიხედვით, 2014 წლის აღწერასთან შედარებით, მოსახლეობის ყველაზე მაღალი ზრდა ქ. ბათუმში დაფიქსირდა, სადაც რიცხოვნობა 54.2 პროცენტით გაიზარდა და 235 668 კაცი შეადგინა. მნიშვნელოვანი ზრდა ასევე გამოვლინდა ყაზბეგის (28.8 პროცენტი), ლენტეხისა (17.5 პროცენტი) და მარნეულის
მუნიციპალიტეტებში (11.0 პროცენტი). დადებითი დინამიკა შეინიშნებოდა ასევე ქ. ქუთაისსა (9.0 პროცენტი) და ქ. რუსთავში (5.6 პროცენტი).
10 ყველაზე სწრაფად მზარდ მუნიციპალიტეტს შორის 4 ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტია.
მარნეული - მოსახლეობის ზრდა 11%
რუსთავი - 5,9%
დმანისი - 2,4%
გარდაბანი - 2%.