2026-06-22 11:07:40
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორცილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რა დროსაც 1 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.