2026-06-21 02:43:47
ფესტივალი "ქართული" დასრულდა.
ფესტივალი "ქართული" 10 ივნისს დაიწყო და მასში მონაწილეობას ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლები იღებდნენ.
საკონკურსო ანსამბლებს შორის 3 სპეციალურად ფესტივალისთვის ემიგრაციიდან (საბერძნეთიდან, შვედეთიდან და გერმანიიდან) ჩამოვიდა.
ფესტივალის დახურვის საღამო "ქართული ხმების" კონცერტით დაიწყო და დაჯილდოვების ცერემონიით დასრულდა. სულ დასახელებული იყო 10 ნომინაცია და 1 სპეც. ნომინაცია.
კატეგორია "რუსთავის მერიის სპეციალური ჯილდო"-ს გამარჯვებული ანსამბლი "ფოკის სხივები" გახდა. (5 000 ლარი)
კატეგორია "საუკეთესო კოსტიუმირებული ჩვენების" გამარჯვებული ანსამბლი "შადიანი" გახდა (2 000 ლარი)
"საუკეთესო ქორეოგრაფიული ნახაზის" ანსამბლი "გენია" (2 000 ლარი)
"საშემსრულებლო ოსტატობის" ანსამბლი "კუჩხი ბედნიერი" (2 000 ლარი)
"საუკეთესო ქართულის" კატეგორიის გამარჯვებული საბერძნეთის დიასპორი ანსამბლი "კავკასია" გახდა (2 000 ლარი)
"საუკეთესო სოლისტი (ქალი)"-ს გამარჯვებული ანსამბლი "იბერიას" მოცეკვავე ანა შუბითიძე გახდა (1 000 ლარი)
"საუკეთესო სოლისტი (კაცი)"-ს გამარჯვებული ანსამბლი "საგანძურის" მოცეკვავე ავთანდილ გრიგალაშვილი გახდა (1 000 ლარი)
III ადგილი დაიკავა ანსამბლმა "გენიამ" (4 000 ლარი)
II ადგილი დაიკავა ანსამბლმა "მარაბდამ" (6 000 ლარი)
I ადგილი დაიკავა ანსამბლმა "არტადონმა" (8 000 ლარი)
გრან პრის მფლობელი გახდა ანსამბლი "ნატო". (10 000 ლარი)
ფესტივალი "ქართული" რუსთაველებს მომავალ წლამდე დაემშვიდობა.