2026-06-19 11:21:01
ურეკში ზღვის ტალღებმა 4 ახალგაზრდა წაიღო, მათგან ერთი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით ზღვაში 4 მეგობარი შევიდა, ძლიერი ტალღების გამო ისინი ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მაშველებმა ახალგაზრდების ზღვიდან ამოყვანა მოახერხეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ერთერთი ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. პაციენტს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ადგილზე გაეწია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალებს არკვევს.
არსებული ინფორმაციით ახალგაზრდები ურეკში მარნეულიდან ჩავიდნენ.