ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-გარდაბნის გზაზე

2026-06-18 12:46:06

რუსთავი-გარდაბნის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომობილი და "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ავარიის ამსახველი ვიდეო-მასალა სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.