ავარიას 21 წლის გოგო ემსხვერპლა

2026-06-18 11:20:23

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით 21 წლის გოგო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოტოციკლით გადაადგილდებოდა.

მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.