ხანძარი რუსთავში [Photo]

2026-06-17 21:19:52

რუსთავში მე-12 მკ/რ-ში პარკინგის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო.


საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით ცეცხლი თავდაპირველად გამხმარ ნაძვის ტოტებს გაუჩნდა და შემდეგ გადავიდა ხმელ ბალახზე. 


ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 


ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი.