რუსთავში სპეცოპერაციის დროს 5 პირი დააკავეს [video]

2026-06-10 17:33:16

რუსთავში, რამდენიმე ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიებების დროს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი  5-მდე პირი დააკავეს.

სპეცოპერაციები რუსთავის გარდა თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტშიც ჩატარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალურიპოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა, რომ საერთო ჯამში დაკავებულია 21 ადამიანი, ხოლო კიდევ 9 პირს ბრალი წარედგინა – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს.