თეატრში სპექტაკლი გაიმართა

2018-03-08 17:04:47

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი "კაცები" გაიმართა, სადაც რუსთავის მერიამ სხვადასხვა პროფესიის ქალბატონები მიიწვია. რამდენიმე მათგანი კი, მათ შორის ტაქსის მძღოლად მომუშავე ქალბატონები იყვნენ. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სპექტაკლი "კაცები" რეჟისორმა ციცინო კობიაშვილმა, ნილ საიმონის პიესის მიხედვით დადგა. სცენოგრაფი კი ლევან წულაძეა .

-რაში მდგომარეობს ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო?...

სიყვარული? ოჯახი? მეგობრობა? კარიერა?  რაზე ოცნებობენ ყველაზე მეტად ქალები?და სინადვილეში როგორ წარმოუდგენიათ მათ  სრულყოფილი ცხოვრება? შეუძლია სიყვარულს დააბრუნოს ისინი რეალურ ცხოვრებაში თუ უფრო სასიამოვნოა გაექცე ყველანაირ ყოფით პრობლემას და  ჩაიკეტო საკუთარ ფანტაზიაში. რა მოხდება თუკი საკუთარი წარმოსახვის მძევალი გახდები? თუმცა სინამდვილიდან გაქცევის საშუალებას ქალბატონებს მეზობელი მამაკაცები არ აძლევენ...

ეს არის მსუბუქი რომანტიული ისტორია გრძნობებზე და ნამდვილ ურთიერთობებზე.

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება რუსთავის თეატრში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ "სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა.