2026-06-12 14:08:07
იმერეთში, სამტრედიაში ქვეითად მოსიარულე კაცს ავტომობილი დაეჯახა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია "მეგა ტვ" ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე მოხდა.
მათი ცნობით, კაცი კლინიკაში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალებს შსს-ში არკვევს.