სახელმწიფო 222 ოჯახს სახლს შეუძენს

2026-06-11 15:38:33

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ  222 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის.

ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

"აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ.

ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ინდივიდუალურად იმსჯელა.

მიმდინარე წელს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. ამ დრომდე, სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახლი უკვე  200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება",- ნათქვამია განცხადებაში.