2026-06-10 14:28:44
რუსთავში სამართალდამცავებმა 3 ადამიანი დააკავეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაკავებულები ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკულ საშუალებებს ტოვებდნენ.
სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული 1კგ-მდე "გამხმარი მარიხუანა" ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალად ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა, რეალიზება ედებათ.