2026-06-08 12:18:14
რუსთავში კრიტიკული შეუსაბამობის გამო საზოგადოებრივი კვების ობიექტი დახურეს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
ლიპარტელიანის თქმით, ობიექტი 1000 ლარით დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორებამდე დაიხურა.
სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოში ობიექტის დასახელებისგან თავს იკავებს.